ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი მიმართვას ავრცელებს

მოჯთაბა ხამენეი

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ისლამური ერთიანობის კვირეულისადმი მიძღვნილ წერილობით მიმართვაში ხამენეიმ მოუწოდა უფრო მეტი თანამშრომლობისა და ურთიერთდაცვისკენ და სთხოვა სპარსეთის ყურის მმართველებს, „გამოავლინონ მათი ნამდვილი მტერი“ და დაუპირისპირდნენ მის გეგმებს.

მოწოდება ირანის ომის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ ხდება, რომლის დროსაც თეირანმა დაარტყა აშშ-ის სამხედრო ობიექტებს და სხვა ინფრასტრუქტურას სპარსეთის ყურის ქვეყნებში, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობები მეზობლებთან.