ალი ხამენეი ისტორიიდან წაიშალა და მისი სიკვდილით, ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიუახლოვდა - რეზა ფეჰლევი

რეზა ფეჰლევი

 ალი ხამენეი, ჩვენი დროის სისხლისმსმელი დესპოტი, ირანის ათიათასობით მამაცი ვაჟისა და ქალიშვილის მკვლელი, ისტორიიდან წაიშალა. მისი სიკვდილით, ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება,- ამის შესახებ ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟი და მემკვიდრე პრინცი, რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „რეჟიმის ნარჩენების ნებისმიერი მცდელობა, დანიშნონ ხამენეის მემკვიდრე, თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის“.

„ვისაც ისინი მის ადგილას დანიშნავენ, არც ლეგიტიმაცია ექნება და არც დღეგრძელობა და უდავოდ, ამ რეჟიმის დანაშაულებში თანამონაწილე იქნება.

სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებსა და უსაფრთხოების ძალებს: ნებისმიერი მცდელობა, შენარჩუნებულიყო ნგრევადი რეჟიმი, წარუმატებელი იქნება. ეს თქვენი ბოლო შესაძლებლობაა, შეუერთდეთ ერს, ხელი შეუწყოთ ირანის სტაბილურ გადასვლას თავისუფალ და აყვავებულ მომავალზე და მონაწილეობა მიიღოთ ამ მომავლის მშენებლობაში.

კრიმინალი ხამენეის სიკვდილი, ვერ იქნება შურისძიება დაღვრილი სისხლისთვის, მაგრამ შეიძლება იყოს მალამო მგლოვიარე მამებისა და დედების, ქმრებისა და ცოლების, ვაჟებისა და ქალიშვილების და იმ ადამიანების ოჯახებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ირანის „ლომისა და მზის“ ეროვნულ რევოლუციას.

ირანის პატივცემულო და მამაცო ხალხო, ეს შეიძლება იყოს ჩვენი დიდი ეროვნული დღესასწაულის დასაწყისი, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული. იყავით ფხიზლად და მზად. ქუჩებში ფართოდ და გადამწყვეტად გამოსვლის დრო ძალიან ახლოსაა. ერთად, გაერთიანებულები და ურყევნი, ჩვენ მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას და ვიზეიმებთ ირანის თავისუფლებას მთელ ჩვენს საყვარელ სამშობლოში“- წერს ფეჰლევი.