იტალიაში მიწისძვრა მოხდა, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია
1768337922
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ირანში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირი ქვეყნის მიმართ დამატებით სანქციებს განიხილავს.
„უსაფრთხოების ძალების მხრიდან მკაცრი და სასტიკი რეაგირება მიუღებელია და ავლენს რეჟიმს, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია. ევროკავშირს ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები უკვე დაწესებული აქვს. მათ მიმართ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ბირთვულ გავრცელებასა და თეირანის მიერ რუსეთის ომის მხარდაჭერაზეა პასუხისმგებელი და ჩვენ დამატებითი სანქციების დაწესებას განვიხილავთ. სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ვაგრძელებთ. ასევე, ვაწესებთ მეტ სანქციას მათ მიმართ, ვინც აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე ძალადობს, რათა ვაჩვენოთ, რომ ამ ქმედებებს ვგმობთ, მაგრამ საბოლოოდ, გადაწყვეტილება ირანელმა ხალხმა უნდა მიიღოს“, – განაცხადა კალასმა.