როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკების განახლებისთვის პირობას აყენებს და შეერთებული შტატების მხრიდან ირანზე შემდგომი დარტყმების გამორიცხვას ითხოვს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაჯიდ ტახთ-რავანჩი, ირანის ბირთვული პროგრამის გადახედვის სანაცვლოდ, ტრამპის მიერ შეთავაზებული სანქციების შემსუბუქებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წინადადებაზე დათანხმების აზრს ვერ ხედავს, რადგანაც მისი მტკიცებით, ირანის ბირთვული პროგრამა, მათ შორის ურანის 60%-მდე გამდიდრება „მშვიდობიანი მიზნებისთვისაა“.
„შეიძლება ვიმსჯელოთ, რა დონეზე უნდა ხდებოდეს გამდიდრება, რა მოცულობით, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ საერთოდ არ უნდა გქონდეს გამდიდრების უფლება, ნულოვანი გამდიდრება უნდა იყოს, და თუ არ დაეთანხმები - დაგბომბავენ, ეს უკვე ჯუნგლების კანონია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში 22 ივნისის ღამეს მიიტანა. ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია დაბომბვის შედეგად მიყენებულ ზიანზე არ გავრცელებულა. იერიშის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულია.