ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: თეირანი თავის ბირთვულ პროგრამაზე უარს არ იტყვის

ირანი

 თეირანი თავის ბირთვულ პროგრამაზე უარს არ იტყვის, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა CBS News-თან. როგორც აბას არაღჩიმ აღნიშნა, ურანის გამდიდრება ირანის სუვერენული უფლებაა და როგორ გამოიყენებს ამ უფლებას, მხოლოდ ირანის გადასაწყვეტია.

„ურანის გამდიდრება ჩვენი უფლებაა. ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი ბირთვული ენერგეტიკის განვითარების უფლება; როგორ გამოვიყენებთ ამ უფლებას, ჩვენი საქმეა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა