რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.
ირანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის საქმეები ამ მოლაპარაკებების გამო არ ჭიანურდება და არ ჩერდება.
მანამდე აიათოლა ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანის არცერთი სამრეწველო, ეკონომიკური, სამშენებლო ან კულტურული საქმე არანაირად არ არის დამოკიდებული აშშ-თან მოლაპარაკებებზე.
„მოლაპარაკებებმა შესაძლოა შედეგი გამოიღოს ან არ გამოიღოს. ჩვენ არც ზედმეტად ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და არც ზედმეტად პესიმისტურად. რა თქმა უნდა, მეორე მხარის მიმართ ძალიან სკეპტიკურად ვართ განწყობილნი, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ“, - აღნიშნა ირანის სულიერმა ლიდერმა.