ირანის პრეზიდენტი: ომი არავის ინტერესებში არ შედის - დაძაბულობის შესამცირებლად ყოველი რაციონალური და დიპლომატიური გზა უნდა იყოს გამოყენებული

მასუდ პეზეშკიანი

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ „ომი არავის ინტერესებში არ შედის“ და „დაძაბულობის შესამცირებლად ყოველი რაციონალური და დიპლომატიური გზა უნდა იყოს გამოყენებული“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal ავრცელებს.

იუსტიციის სამინისტროში ვიზიტისას, პეზეშკიანმა ასევე ეჭვი გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მდგრადობასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ „მტრისადმი უნდობლობა და სიფხიზლე ურთიერთობებში გარდაუვალი აუცილებლობაა“.