„10 წლის მერე თავიდან შევხვდით...“ - მერაბ შარიქაძე მეუღლეზე საუბრობს
1781820133
შეერთებულ შტატებთან გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს ირანისთვის მომგებიანს უწოდებს მასუდ პეზეშკიანი. ირანის პრეზიდენტმა განცხადება შვეიცარიაში დაგეგმილი მოლაპარაკების წინ გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნა განზრახული არ აქვს.
„ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტი ჩვენთვის მომგებიანია და ამ მოლაპარაკებების შედეგები თვალსაჩინო გახდება. ჩვენი სახსრებიდან 6 მილიარდ დოლარს, რომელიც კატარში ინახება, დაგვიბრუნებენ. შეერთებულ შტატებს მხოლოდ ერთი შიში აქვს, რომ ჩვენ არ შევქმნათ ბირთვული ბომბი. გარდაცვლილმა ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ ბირთვული ბომბი არ გვჭირდება. ამერიკელებმა გვითხრეს, უბრალოდ გადმოიტანეთ ეს წერილობით და მოაწერეთ ხელი. ჩვენც მოვაწერეთ. ირანი არ იტყვის უარს ბირთვულ პროგრამაზე. ეს ჩვენი უფლებაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ცოტა ხნის წინ დაიწყო.