ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: ირანი მზად არის ყველა სცენარისთვის

ირანის მთავრობა

ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მოჰამედ რეზა არეფი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარის საპასუხოდ აცხადებს, რომ ირანი მზად არის შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან ომის ნებისმიერი სცენარისთვის.

„ეროვნული უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურის მდგრადობა ჩვენი ზუსტი გათვლების საგანია. მთავრობამ დეტალურად დაასრულა ყველა სცენარისთვის საჭირო ზომების მიღება. არ არსებობს საფრთხე, რომლისთვისაც ჩვენი მზადყოფნა და დაზვერვა არასაკმარისი იქნება“, - წერს არეფი X-ზე.

ტრამპი დაიმუქრა, რომ „მთელი ცივილიზაცია დაიღუპება ამაღამ და იგი ვეღარასოდეს აღდგება“, თუ ირანი არ დათანხმდება მის მოთხოვნას ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ აღმოსავლეთის დროით (EST) საღამოს 8 საათამდე.