1750577424
ირანის პარლამენტმა ორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა

ირანის პარლამენტმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა.
ირანელმა კანონმდებელმა, ესმაილ კოვსარიმ განაცხადა, რომ მეჯლისი (ირანის პარლამენტი) დათანხმდა გლობალური ენერგოვაჭრობის საკვანძო არტერიის დახურვას ამერიკული აგრესიისა და საერთაშორისო საზოგადოების დუმილის საპასუხოდ.
ირანული მედიის ინფორმაციით, პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება ირანის უზენაესმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ უნდა მიიღოს.
სპარსეთის ყურეში მდებარე ორმუზის სრუტე გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პუნქტია, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი გადის, რაც დღეში დაახლოებით 17-18 მილიონი ბარელი ნავთობია. ორმუზის სრუტე ერთადერთი საზღვაო გზაა, რომელიც სპარსეთის ყურეს ღია ოკეანესთან აკავშირებს და მის სანაპიროებთან ნავთობის ისეთი მსხვილი მწარმოებლები არიან, როგორებიცაა ირანი, საუდის არაბეთი, ერაყი, ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.