ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ მათი სამხედრო ძალები აშშ-ის სახმელეთო შეჭრას "ელოდებიან" - CNN

მოჰამედ ბაგერ ღალიფაბი

ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ირანელი ჯარისკაცები "ელოდებიან" ამერიკელ ჯარისკაცებს და, მოლაპარაკებებზე საუბრის პარალელურად, აშშ "სახმელეთო შეჭრის ფარულად დაგეგმვაში" დაადანაშაულა.

მედიის ცნობით, აშშ-ისრაელის ირანთან ომის 30-ე დღეს გაკეთებულ კომენტარში, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ხმად იქცა, განაცხადა, რომ, მოლაპარაკებების შეთავაზებით, შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ამ გზით მიაღწევს იმას, რისი მიღწევაც ომით "ვერ შეძლო".

"მოწინააღმდეგე საჯაროდ აგზავნის სიგნალებს მოლაპარაკებების შესახებ, ფარულად კი სახმელეთო შეჭრას გეგმავს, მაგრამ მათ არ იციან, რომ ჩვენი ხალხი ამერიკელი ჯარების გამოჩენას ელოდება. ჩვენი ჯარი მზად არის, ის გაანადგუროს და სამუდამოდ დასაჯოს მათი რეგიონული მოკავშირეები", - თქვა ღალიბაფმა.

"შეერთებული შტატები საკუთარ მისწრაფებებზე საუბრობს და იმას, რაც ომის დროს ვერ მიაღწიეს, 15-პუნქტიანი სიის სახით წარმოაჩენს, რომელთა რეალიზება ახლა დიპლომატიის გზით სურთ", - დასძინა მან.