ირანის პარლამენტი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ კანონპროექტს ამზადებს

„როიტერი“ - ირანის ხელისუფლება თეირანში თავდაცვით გვირაბს აშენებს

ირანის პარლამენტი ამზადებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ კანონპროექტს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.

ამასთან, უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თეირანი კვლავ რჩება მასობრივი განადგურების შეიარაღების განვითარების წინააღმდეგი.

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება გაერო-ს განიარაღების საერთაშორისო კომიტეტმა შეიმუშავა, ის გენერალურმა ასამბლეამ 1968 წელს დაამტკიცა. ირანმა ხელშეკრულებას 1968 წელს მოაწერა ხელი, 1970 წელს კი მისი რატიფიცირება მოახდინა.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული მოლაპარაკებების გასაგრძელებლად აშშ-მა უნდა დაგმოს ისრაელის თავდასხმები ირანზე. სამინისტროს წარმომადგენელმა აშშ-ს ირანზე თავდასხმების თანამონაწილე უწოდა.

უწყებაში აშშ-თან ბირთვულ მოლაპარაკებებს შექმნილ ვითარებაში აზრმოკლებული უწოდეს.