შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
1786345803
ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. დრონებით იერიში ჯიზანში მდებარე საწარმოზე განხორციელდა. დაჯგუფების მიერ გავრცელებული ცნობით, თავდასხმა „საუდის არაბეთის მტრული დრონების საადის და ჰაჯის პროვინციების საჰაერო სივრცეში შეჭრის საპასუხოდ“ განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ თავდასხმა საუდის არაბეთსა და თურქეთს შორის მექაში, ნატოს სტილის ურთიერთთავდაცვის პაქტის გაფორმების შემდეგ მოხდა, რომლის თანახმადაც ამ ქვეყნებიდან რომელიმეზე თავდასხმა „ყველა მათგანზე თავდასხმად ჩაითვლება“.