VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
ირანის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი ლიკვიდირებულია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ ლარიჯანი მოკლეს მის შვილთან, მორტეზასთან, ერთ-ერთ თანაშემწესთან და მცველთან ერთად.
„ირანისა და ისლამური რევოლუციის წინსვლისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ბრძოლის შემდეგ, მან უპასუხა ღვთის მოწოდებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით წაიკითხეს.
ცნობისთვის, გუშინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათმა საჰაერო ძალებმა თეირანთან ახლოს ლარიჯანის ლიკვიდაცია განახორციელეს.