ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებას ირანი განსაზღვრავს.
„ჩვენ განვსაზღვრავთ ომის დასასრულს. რეგიონის მომავალი სტატუსი ახლა ჩვენი შეიარაღებული ძალების ხელშია, ომს ამერიკული ძალები არ დაასრულებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” განცხადებით, თეირანი არ დაუშვებს რეგიონიდან ერთი ლიტრი ნავთობის ექსპორტსაც კი, თუ აშშ-სა და ისრაელის თავდასხმები გაგრძელდება.
ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე.