ირანი შესაძლოა რეგიონში ისრაელისა და აშშ-ის ბანკებს დაესხას თავს - BBC

ირანი

ირანის უმაღლესი ერთობლივი სამხედრო სარდლობის – ხათამ ალ-ანბიის შტაბის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ირანი შესაძლოა რეგიონში ისრაელისა და აშშ-ის ბანკებს დაესხას თავს.

ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA იუწყება, რომ წარმომადგენელმა იბრაჰიმ ზოლფაღარიმ განაცხადა:

„მტერმა ირანს მისცა თავისუფლება, სამიზნედ ამოიღოს ეკონომიკური ცენტრები და ბანკები, რომლებიც აშშ-სა და ისრაელს ეკუთვნის“.

ამასთან, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „სეფაჰ ბანკის“ შენობა დაბომბეს.