„უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს...“ - ევროპის ჩემპიონს, ლაშა დგებუაძეს შვილი გარდაეცვალა
1774641220
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ინდუსტრიულ ზონებზე თავდასხმის გამო ისრაელი მძიმე საფასურს გადაიხდის.
აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ ისრაელმა დარტყმები განახორციელა ირანის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანაზე, ელექტროსადგურსა და ბირთვულ ობიექტებზე, სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად.
„ისრაელის მტკიცება, რომ აშშ-ს თავდასხმასთან კოორდინირებულად მოქმედებდა, ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დიპლომატიისთვის გახანგრძლივებულ ვადას. ირანი ისრაელს დანაშაულებისთვის მძიმე ფასს გადაახდევინებს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამერიკული მედიის თანახმად, აშშ-მა და ისრაელმა ირანში სამრეწველო და ბირთვულ ობიექტებზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს მას შემდეგ, რაც ისრაელი თეირანის წინააღმდეგ კამპანიის „ესკალაციითა და გაფართოებით“ დაიმუქრა. ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დარტყმები დაბინძურების საფრთხეს არ ქმნის.