ირანი არ დაბრუნდება აშშ-ს პირისპირ მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე მის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება - აბას არაღჩი

აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი არ დაბრუნდება შეერთებული შტატების პირისპირ მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე ქვეყნის წინააღმდეგ „აგრესია“ გრძელდება.

მედიასთან საუბრისას აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ ირანმა მიიღო შეტყობინებები აშშ-დან და „საჭირო პასუხები დაუბრუნა შუამავლებისა და არაპირდაპირი არხების მეშვეობით“.