ვანგას 5 პროგნოზი, რომელიც მან 2025 წლისთვის იწინასწარმეტყველა
1749934555
ირანი ამ ომს ვერ მოიგებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც ტრამპი განმარტავს, ირანს სურს ისრაელთან კონფლიქტის დეესკალაციაზე საუბარი.
„მათ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. ეს მტკივნეულია ორივე მხარისთვის, მაგრამ ვიტყვი, რომ ირანი ამ ომს ვერ მოიგებს. მათ უნდა ისაუბრონ და უნდა ისაუბრონ დაუყოვნებლივ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრის დაწყებისას.
ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აპირებს, ხელი მოაწეროს ერთობლივ განცხადებას, რომელიც მოითხოვს ისრაელსა და ირანს შორის დეესკალაციას და რომელიც „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა კანადაში შეადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც „სიენენი“ წერს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება და რომ ირანმა ვერ უნდა მოიპოვოს ბირთვული იარაღი.