ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1777283842
ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ალი ნიკზადმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე "არავითარ შემთხვევაში" არ დაუბრუნდება თავის წინა მდგომარეობას, რის საფუძვლადაც უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის ბრძანება დაასახელა, - იტყობინება CNN-ი.
"ჩვენ არანაირ შემთხვევაში არ დავაბრუნებთ ჰორმუზის სრუტეს უწინდელ მდგომარეობაში, რადგან ეს რევოლუციის ლიდერის ბრძანებაა", - აცხადებს ნიკზადი, რომელიც თავის სიტყვებში ხამენეის ბრძანებას გულისხმობდა.
"ომის ერთ-ერთი ღვთაებრივი კურთხევა იყო იმის გაცნობიერება, რომ თუ ჩვენ ჰორმუზის სრუტეს და ბაბ ელ-მანდების სრუტეს ჩავკეტავთ, ეს მსოფლიო ეკონომიკის 25%-ზე იმოქმედებს", - აღნიშნა მან.
მედიის განმარტებით, ჰორმუზის სრუტის მსგავსად, ბაბ ელ-მანდების სრუტე იემენსა და აფრიკას შორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საზღვაო გადაზიდვების დამაკავშირებელი ვიწყო გზაა.