1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
იორდანიაში, ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულია თავად შეიარაღებული თავდამსხმელი, დაჭრილები კი პოლიციელები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა, რაბიას რაიონში, პატრულს ცეცხლი გაუხსნა და საპასუხო სროლისას დაიღუპა.
იორდანიის მთავრობის კომუნიკაციების მინისტრი მომხდარს უწოდებს ტერორისტულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძალები იყო.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.