1753297679
იოჰან ვადეპული: ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შეზღუდვა ართულებს უკრაინის გზას ევროკავშირში

ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შეზღუდვა ართულებს უკრაინის გზას ევროკავშირში. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეპულის განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„უკრაინული ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შეზღუდვა ართულებს უკრაინის გზას ევროკავშირში. ველოდები უკრაინისგან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თანმიმდევრულ გაგრძელებას. სწორედ ამიტომ, მე ასევე შევხვდი კიევში უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელებს“, – წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
იოჰან ვადეპული კიევში ივნისის ბოლოს იმყოფებოდა.
ცნობისთვუს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს. კერძოდ, ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს.