ჯარიმა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1786764308
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე მოხდა.
მიწისძვრის შედეგად კუნძულ ფლორესზე დაზიანდა სამთავრობო და საცხოვრებელი შენობები, ასევე სკოლები. ერთ-ერთი რეგიონიდან 2 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა, თუმცა რამდენიმე საათში გააუქმა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.