„ბევრი შეესწრება ამ მდგომარეობას...“ - გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1756757611
ინდონეზიაში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეთა შორის შეტაკებები რამდენიმე დღეა გრძელდება. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი აირი გაუშვა.
ქვეყანაში უმუშევრობის, დაბალი ხელფასებისა და მაღალი გადასახადების, ასევე დეპუტატების ხელფასებთან მიმართებით უთანასწორობის გასაპროტესტებლად დაწყებული აქციები მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ ღამეს სამართალდამცველებმა დაჯავშნილი ავტომობილით მოტოციკლეტით მოძრავ პირს გადაუარეს.
როგორც მედია წერს, მომხდარის შედეგად მოტოციკლით მოძრავი პირი დაიღუპა.
მედიის ცნობით, შეტაკებების შედეგად, გუშინ ღამით, სულ მცირე, 14 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში.