იუსტიციის სახლი გარკვეულ მომსახურებაზე ფასებს ანახევრებს - შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება
1773478104
ინდონეზიის ხელისუფლებამ დააკავა რუსი ტურისტი, რომელმაც წმინდა მთაზე ასვლა შარვლის ჩახდით აღნიშნა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულ იური ჩილიკინს, რომელმაც ბალიზე მდებარე აგუნგის მთაზე ფოტოები ჩახდილი შარვლით გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა, ქვეყნიდან დაადეპორტებენ და შავ სიაში შეიყვანენ.
რუსი ბლოგერის ქმედებას ადგილობრივებისგან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან აგუნგის მთაზე წმინდა ტაძარი მდებარეობს. ბლოგერს პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.
