ინდოეთში ძლიერ წვიმასა და ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთი

ინდოეთში ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი წვიმა ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში გუშინ დაიწყო. ამ დროისთვის დაშავებულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი.

უამინდობის გამო დედაქალაქში შეჩერებულია ფრენებიც. როგორც „როიტერი“ წერს, აეროპორტის ტერიტორია დატბორილია. შეფერხებულია მეტროსა და მატარებლების მიმოსვლაც.

ცნობისთვის, აპრილის თვეში ინდოეთში ძლიერი წვიმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.