„ბევრი შეესწრება ამ მდგომარეობას...“ - გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1756757611
ინდოეთმა აშშ-ს ტარიფების ნულამდე შემცირება შესთავაზა, მაგრამ უკვე გვიანია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ-სა და ინდოეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ცალმხრივია, რადგან ინდოეთი აშშ-ში დიდი რაოდენობით პროდუქციას ყიდის, მაგრამ თავად ცოტას ყიდულობს.
„ისინი უზარმაზარი რაოდენობის საქონელს ყიდიან აშშ-ში, ჩვენ ვართ მათი ყველაზე დიდი კლიენტი, მაგრამ ჩვენ ძალიან ცოტას ვყიდით იქ, სრულიად ცალმხრივი ურთიერთობაა და ეს ასეა უკვე მრავალი ათწლეული. მიზეზი კი ისაა, რომ ინდოეთს ჩვენ წინააღმდეგ მაღალი ტარიფები აქვს დაწესებული ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით და ჩვენი კომპანიები ინდოეთში გაყიდვას ვერ ახერხებენ. ეს ცალმხრივი კატასტროფაა. ასევე, ინდოეთი ნავთობისა და სამხედრო პროდუქციის უმეტეს ნაწილს რუსეთიდან ყიდულობს, აშშ-ისგან კი – ძალიან ცოტას. ახლა ტარიფების ნულამდე შემცირება შემოგვთავაზეს, მაგრამ უკვე გვიანია. ეს წლების წინ უნდა გაეკეთებინათ“, – წერს ტრამპი.