ინდოეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინს დაბადების დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის

modi

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ვლადიმერ პუტინს დაბადების დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის.

 „გმადლობ, ჩემო მეგობარო, პრეზიდენტო პუტინ, სატელეფონო ზარისა და ჩემი 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილი მილოცვისთვის. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი განსაკუთრებული და პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობა. ინდოეთი მზად არის შეიტანოს შესაძლო წვლილი უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში“, - წერს ნარენდრა მოდი სოციალურ ქსელ X-ზე.