1750017082
ინდოელი მილიარდერი შემთხვევით ფუტკრის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა

ინდოელი მილიარდერი შემთხვევით ფუტკრის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ფუტკარი 58 წლის ბიზნესმენ სანჯაი კაპურს პირში ჩაუფრინდა და ყელში უკბინა. ნაკბენმა მძიმე ალერგიული რეაქცია და გულის გაჩერება გამოიწვია - მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კაპური მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავტონაწილების მწარმოებელი კომპანია “Sona Comstar”-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.
იგი ასევე იყო პრინც უილიამის მეგობარი.