ილონ მასკმა კაცობრიობის ყველაზე დიდ პრობლემად დემოგრაფიული კოლაფსი დაასახელა

ილონ მასკი

SpaceX-სა და Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა დემოგრაფიული კოლაფსი კაცობრიობის ყველაზე დიდ პრობლემად დაასახელა. ამის შესახებ მილიარდერმა სოციალურ ქსელში X დაწერა.

„ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც კაცობრიობა დგას - დემოგრაფიული კოლაფსია“, - ასეთი კომენტარი დატოვა მასკმა ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტზე, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში შობადობის შემცირებას ეხებოდა. კერძოდ, მომხმარებელმა DogeDesigner გამოაქვეყნა მონაცემების იმის შესახებ, რომ შობადობა მცირდება იაპონიაში, სინგაპურში, ვიეტნამში, იტალიაში, ნიდერლანდებში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში.

ამასთან, ბოლო 200 წლის განმავლობაში დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა რვაჯერ გაიზარდა, 2022 წლის ნოემბერში კი პლანეტის მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს გადააჭარბა. პროგნოზების მიხედვით, 2030 წლისთვის ეს რიცხვი 8,5 მილიარდამდე გაიზრდება.