„გაზის მიწოდება 7600 აბონენტს შეუწყდება“ - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
1743609832
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კომპანია „ტესლას“ და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი გამოცემა Forbes-ის მიხედვით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა.
გამოცემის ინფორმაციით, 53 წლის მასკის სუფთა შემოსავალი 2025 წლის მდგომარეობით 342 მილიარდი დოლარია. ის რეიტინგის უპირობო ლიდერია.
მსოფლიოს მდიდარი ადამიანების სიის მეორე ადგილზე „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი განთავსდა. მისი სუფთა შემოსავალი 216 მილიარდი დოლარია. ცუკერბერგს 215 მილიარდი დოლარის სუფთა შემოსავლით კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მოჰყვება.