1767982195
ილონ მასკი ერთ-ერთი მომხმარებლის ტვიტზე, თუ რატომ არის კირ სტარმერი ასე კონცენტრირებული Grok-ზე და პლატფორმა X-ზე, აცხადებს, რომ მათ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა სურთ
კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა X-ზე ერთ-ერთი მომხმარებლის ტვიტი გააზიარა, რომელიც ბიკინიში გამოწყობილ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ google-ის „ჯემინი“ და OpenAI-ის „ჩატჯიბიტი“ მოთხოვნის შემთხვევაში ასე ქმნიან ბიკინში გამოწყობილი ადამიანების სურათებს. მაშ, რატომ არის კირ სტარმერი ასე კონცენტრირებული Grok-ზე და პლატფორმა X-ზე?
ამაზე ილონ მასკი წერს, რომ „მათ უბრალოდ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა სურთ“.












