„ეს ხდება თბილისში“ - შემთხვევით გადაღებული კადრები ვირუსულად გავრცელდა
1739360269
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჩინეთის ტელეარხთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აზერბაიჯანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება.
ალიევი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო ოთხ წელიწადში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის უსამართლო და არაკეთილსინდისიერი მიდგომების გამო გაუარესდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ცვლილებები ევროპაშიც მოსალოდნელია.
„გვახსოვს დრო, როცა პრეზიდენტი ტრამპი იყო შეერთებული შტატების სათავეში და მაშინ ჩვენი ურთიერთობები წარმატებით ვითარდებოდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციის არაკეთილსინდისიერი და უსამართლო მიდგომის გამო კი ისინი უკიდურესად გაუარესდა. პრეზიდენტთან ჩვენი წინა მუშაობის გამოცდილება ძალიან დადებითი იყო. ველით, რომ ის ოთხი წელი რომელსაც ამერიკა-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დაკარგულ წლებად მივიჩნევ, ისტორიას ჩაბარდება, და ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას. ევროპელ ლიდერებს შორის ბევრი გაურკვევლობაა. მიზეზი მარტივია, ყველამ ვიცით როგორ ეპყრობოდნენ დონალდ ტრამპს როდესაც ის პრეზიდენტი არ იყო, ყველამ ვიცით ვის უჭერდა მხარს მათი უმრავლესობა საპრეზიდენტო არჩევნებისას, და თუ ჩვენ ეს ვიცით, პრეზიდენტი ჩვენზე მეტ ინფორმაციას ფლობს“, - თქვა ალიევმა.