ილჰამ ალიევი ერევანში მიმდინარე „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტში დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს ერევანში მიმდინარე „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ მერვე სამიტში დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ მერვე სამიტი ტარდება დევიზით „ვაშენებთ მომავალს: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“.

ილჰამ ალიევი სამიტის მონაწილეებს ვიდეოკავშირის საშუალებით მიმართავს.

სამიტი აერთიანებს ევროპელ ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. ერევანში გამართული განხილვები კონცენტრირებული იქნება დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერებაზე, დაკავშირებადობის განვითარებაზე, ასევე ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე, უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილებებისა და რეგიონული გამოწვევების ფონზე.