იემენელი ჰუსიტები აცხადებენ, რომ მზად არიან დაარტყან აშშ-ის გემებს წითელი ზღვაში

ჰუსიტები

იემენის ამბოხებულთა მთავრობა აცხადებს, რომ სრულად უჭერს მხარს მისი შეიარაღებული ძალების გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისინი მზად არიან დაარტყან აშშ-ის გემებს წითელ ზღვაში, იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი ირანზე შეტევებს განახორციელებს.

„ვადასტურებთ იემენის რესპუბლიკის ერთგულებას შეიარაღებული ძალების განცხადებისადმი, რომ ისინი მზად არიან დაარტყან ამერიკულ გემებს და სამხედრო ხომალდებს წითელ ზღვაში,“ — ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული იერიშების შემდეგ.