იაპონიაში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები

მიწისძვრა

იაპონიაში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ძლიერი ბიძგები და ათობით ადამიანის დაშავება გამოიწვია. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს (JMA) ცნობით, მიწისძვრა იბარაკის პრეფექტურის სამხრეთით, ტოკიოს მახლობლად, დაახლოებით 68 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. ცუნამის საშიშროების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

იაპონიის ხანძარსაწინააღმდეგო და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 37 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი მძიმე მდგომარეობაშია. საიტამას პრეფექტურაში ასევე დაზიანდა ერთი შენობა.

მიწისძვრის შედეგად, ტოკიოში ზოგიერთი რეგიონალური სარკინიგზო მომსახურება შეფერხდა.