„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ ირანულ პორტებზე ამერიკული ბლოკადის მოხსნა - თეირანის ეს წინადადება უარყო დონალდ ტრამპმა. Axios-თან საუბრის დროს, ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეკონომიკური წნეხი დაბომბვაზე ეფექტურია და ის არ შეწყდება, სანამ ისლამური რესპუბლიკა ბირთვულ ამბიციებს არ დათმობს.
ცნობილია, რომ მხარეები სატელეფონო მოლაპარაკებებს აწარმოებენ. აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის მთავარი შედეგი, ამ ეტაპზე, ჰორმუზის სრუტის ორმხრივი ბლოკადაა. მსოფლიოს მთავარ ენერგეტიკულ დერეფანში გემების ტრანზიტი, ფაქტობრივად, შეჩერებულია. ნავთობის ფასმა ბარელზე კი 118 დოლარს გადააჭარბა, რაც მიმდინარე თვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამ ფონზე, ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი წერს, რომ, ირანის ხელისუფლება ეკონომიკური კოლაფსისთვის ემზადება, რადგან ეროვნული ვალუტა, რიალი, რეკორდულად გაუფასურდა.