საქართველოს საპატრიარქო თვითმარქვია „არქიმანდრიტს“ ამხელს და განცხადებას ავრცელებს
1777628721
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა დღეს კონგრესში გამართულ მოსმენაზე ირანთან მიმდინარე ომისადმი ოპოზიციური განწყობები მკაცრად გააკრიტიკა და ადმინისტრაციის კრიტიკოსი კანონმდებლები „ყველაზე დიდ მოწინააღმდეგეებად“ მოიხსენია.
„ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე, რომლის წინაშეც ამ მომენტში ვდგავართ, არის კონგრესის „დემოკრატებისა“ და ზოგიერთი „რესპუბლიკელის“ უპასუხისმგებლო, უსუსური და კაპიტულანტური სიტყვები“, - განაცხადა ჰეგსეტმა მოსმენაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ კრიტიკა მაშინ ისმის, როდესაც კონფლიქტი მხოლოდ ორ თვეს ითვლის და დასძინა, რომ ეს პერიოდი მნიშვნელოვნად ხანმოკლეა ერაყის, ავღანეთისა და ვიეტნამის ომებთან შედარებით.
„ჩვენ ვამაყობთ ამ წამოწყებით“, - დასძინა მან.