დღეს ზამთრის ბუნიობაა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს
1734769506
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა ტელეარხ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არ შეხვდებოდა უკრაინის კრიზისი მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების გამართვის გამო.
ჟურნალისტის კითხვაზე, დათანხმდებოდა ის თუ არა პუტინთან შეხვედრას იმისათვის, რათა უკრაინაში ვითარების მოგვარების გზები მოეძებნა, ჰარისმა უარყოფითად უპასუხა.
„ორმხრივ [შეხვედრაზე], უკრაინის გარეშე? არა. უკრაინას უნდა ჰქონდეს ხმის უფლება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჰარისმა.
მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა აგრეთვე დასძინა, რომ ახლა აშშ უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში ეხმარება. „დონალდ ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ახლა პუტინი კიევში იჯდებოდა. ის ამბობს, რომ ერთ დღეში დაასრულებს ომს. ეს, იცით, რას ნიშნავს? კაპიტულაციას“, - აღნიშნა ჰარისმა.