ჰარი სტაილსის ახალ კლიპში ქართველი მსახიობი მონაწილეობს

ჰარი სტაილსი

მრავალთვიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ჰარი სტაილსმა გულშემატკივრების სურვილი დააკმაყოფილა და სიმღერის  Coming up Roses ვიდეორგოლი გამოუშვა.

აღსანიშნავია, რომ მასში სალომე დოლიძეც მონაწილეობს. ინფორმაცია ამის შესახებ, ქართველმა მსახიობმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით დაადასტურა. მან გამომწერებს გადასაღები მოედნიდან ფოტოებიც გაუზიარა.

რაც შეეხება ვიდეორგოლს, ის სიმღერის მთავარ სათქმელთან პირდაპირ არის დაკავშირებული.... მომღერლის ეს ნამუშევარი ურთიერთობების წარმავლობასა და არასტაბილურობაზე მოგვითხრობს.

მუსიკალურ ვიდეოში ჰარი ცეკვის დროს პარტნიორებს გამუდმებით ცვლის. ეს ვარსკვლავის ხედვას ასახავს, რომელიც ალბომზე საუბრისას გააჟღერა. ის ასე გამოიყურება: „ურთიერთობა შეიძლება იყოს განსაკუთრებული იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის სამუდამოდ არ გაგრძელდება“.

✕