ჰანდე ერჩელი ბრალდებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ნარკოტიკი ან სტიმულატორი არასდროს მიუღია

ჰანდე ერჩელი

ჰანდე ერჩელის საქმეზე თურქული მედია ახალ დეტალებს ავრცელებს.

სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში გამოცემული დაკავების ორდერის შემდეგ, მსახიობმა პროკურატურაში ჩვენება უკვე მისცა. მან ასევე ჩააბარა სისხლისა და თმის ნიმუშები სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.

ერჩელმა კატეგორიულად უარყო ბრალდებები და აღნიშნა, რომ არასდროს მიუღია ნარკოტიკული ან სტიმულატორი ნივთიერებები. მისივე თქმით, მსგავსი ქმედება არც მის ყოფილ პარტნიორსს ჩაუდენია. საბანჯიმაც დაადასტურა, რომ მსახიობის მხრიდან მსგავსი ფაქტი არასდროს დაუნახავს.

მსახიობის განცხადებით, ის იშვიათად ესწრებოდა კერძო შეკრებებს და ძირითადად საქმიან შეხვედრებზე დადიოდა, მათ შორის „ბებეკის“ სასტუმროს რესტორანში. ასევე აღნიშნა, რომ დაკავებული გრაფიკის გამო ღამის ცხოვრებაში არ მონაწილეობს და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს.

საქმის ფარგლებში სულ 16 პირის დაკავების ორდერი გაიცა, რომელთაგან 14 უკვე დაკავებულია. მათ შორის არიან ბიზნესისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები. გამოძიება მათ ნარკოტიკების მოხმარებასა და მოხმარების ხელშეწყობაში ეჭვმიტანილებად მიიჩნევს.