„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არიან, თუ მას ომის დასრულება მოჰყვება

„ჰამასი“ მძევლების გაცვლასა და სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს წყვეტს

დაჯგუფება „ჰამასი“ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის იმ პირობით, რომ მას ომის დასრულება მოჰყვება. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მკაფიოდ ომის დასრულებამდე მიგვიყვანს“, - ციტირებს გამოცემა „ჰამასის“ წარმომადგენელს, ტაჰერ ალ-ნუნუს.

მოსალოდნელია, რომ „ჰამასის“ დელეგაცია დღეს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გაემგზავრება, სადაც ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ ისრაელი ღაზის სექტორში 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.