"ჰამასი", ომის დასასრულებლად, ნებისმიერ წინადადებაზე თანახმაა - The Times of Israel

„ჰამასი“ მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი მათი გადარჩენისთვის ოპერაციას დაიწყებს

"ჰამასი", ომის დასასრულებლად, ნებისმიერ წინადადებაზე თანახმაა - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. ოფიციალური პოზიცია მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციამ კაიროში მოლაპარაკებებისთვის დელეგაცია გაგზავნა.

"ვადასტურებთ მზადყოფნას ნებისმიერი იდეისა თუ წინადადების მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას, ისრაელის ძალების სრულ გაყვანას ღაზის სექტორიდან, ჰუმანიტარული დახმარების უპირობო დაშვებას ანკლავში და ტყვეთა რეალურ გაცვლას სერიოზული მოლაპარაკებების გზით, მესამე მხარეების შუამავლობით", - ნათქვამია "ჰამასის" განცხადებაში.