მაია ბუწაშვილი „შავ ჭირთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
1791232257
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, თურქეთმა, საუდის არაბეთმა და პაკისტანმა განიხილეს, როგორ შეიძლება საუდის არაბეთის თავდაცვის მხარდაჭერა. ფიდანის თქმით, შეხვედრა იემენ-საუდის არაბეთის ურთიერთობაში განვითარებული მოვლენების გამო საგანგებო წესით ჩატარდა.
წინასწარ დაგეგმილი იყო „მექის თავდაცვითი ალიანსის“ ინსტიტუციონალიზაციის საკითხების განხილვა, კერძოდ, პაკისტანის მიერ შეთავაზებული ახალი გენერალური მდივნის დანიშვნის შესახებ.
ფიდანის განმარტებით, მხარეებმა ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღეს.
„ჩვენ საგანგებო რეჟიმში შევიკრიბეთ იემენ-საუდის არაბეთის მიმდინარე მოვლენების გამო. განვიხილეთ, როგორ შეიძლება მხარდაჭერის გაწევა იემენის საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საუდის არაბეთის თავდაცვისთვის, და, მეორე მხრივ, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით, დიალოგით გადასაჭრელად“, – აღნიშნავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ცნობისთვის, იემენის მთავრობის თქმით, საუდის არაბეთისგან მხარდაჭერილმა ძალებმა ბაბ ელ-მანდების სრუტის სანაპიროზე ირანის მხარდაჭერილი ჰუსიტები განდევნეს და ქალაქი მოხა დაიკავეს. ჰუსიტები ამ განცხადებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.