ქარბუქი, თოვლი, ნისლი, წვიმა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1767817342
კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჰაბლმა“ ახალი სახის კოსმოსური ობიექტის ნიმუში აღმოაჩინა. NASA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მისი საფუძველია უვარსკვლავო და გაზით მდიდარი ბნელი მატერიის ღრუბელი.
აღმოჩენილი ნიმუში გალაქტიკების ადრეული ფორმირების პერიოდის ნარჩენს წარმოადგენს. მას დროებით Cloud-9 („მეცხრე ღრუბელი“) უწოდეს. NASA-ში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს სამყაროში მსგავსი ობიექტის აღმოჩენის პირველი დადასტურებული შემთხვევაა.
„თეორიიდან ვიცით, რომ სამყაროს მასის უდიდესი ნაწილი ბნელი მატერიისგან უნდა შედგებოდეს, თუმცა ამ ბნელი მასალის აღმოჩენა რთულია, რადგან ის სინათლეს არ ასხივებს. Cloud-9 გვაძლევს იშვიათ შესაძლებლობას, დავინახოთ ღრუბელი, რომელშიც ბნელი მატერია დომინირებს“, - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ, ენდრიუ ფოქსმა.
ღრუბელი დედამიწიდან 14 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ობიექტის ბირთვის დიამეტრი დაახლოებით 4,9 ათას სინათლის წელს შეადგენს. Cloud-9-ში არსებული წყალბადის გაზის მასა თითქმის მზის მასას მილიონჯერ აღემატება.
ბნელი მატერიის მასა ამ ღრუბელში დაახლოებით 5 მილიარდ მზის მასას უნდა იყოს. NASA-ში აღნიშნეს, რომ ეს აღმოჩენა გალაქტიკების ფორმირების, ადრეული სამყაროსა და ბნელი მატერიის ბუნების უკეთ გაგებაში დაეხმარებათ.