თბილისში, კორპუსში ლიფტი ჩავარდა - არიან დაშავებულები
1758398118
ჰააგაში ანტიიმიგრაციული დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.
ჰააგის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა უფრო მკაცრი მიგრაციული პოლიტიკის მოთხოვნითა და თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკის გამკაცრებით.
როგორც „გარდიანი“ წერს, აქცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით ძალადობრივი ფორმა მიიღო. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები ესროლეს, ასევე, პოლიციის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს.
პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.