გვჯერა, რომ აშშ-ს ექნება საკმარისი ძალა, რათა პუტინზე ზეწოლით მიაღწიოს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას – ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ს საკმარისი ძალა ექნება რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ აშშ-ს ექნება საკმარისი ძალა, რათა პუტინზე ზეწოლით მიაღწიოს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა დარჩეს ძალაში იქამდე, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს უკანონო ოკუპაციას. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ არავის სურს გარკვეული ქვეყნის ომში ჩათრევა, თუმცა სამხედრო კონტინგენტის განლაგება უკრაინაში მნიშვნელოვანია სიტუაციის კონტროლისთვის და მონიტორინგისთვის.