რატომ იშლება ნაძვის ხე ნათლისღების დღესასწაულამდე - ეკლესიის განმარტება
1768747700
გრენლანდიის ტერიტორიაზე წვრთნაში მონაწილე 15-მა გერმანელმა სამხედრომ ნუუკი რეიკიავიკის და კოპენჰაგენის გავლით უკვე დატოვა და გერმანიაში დაბრუნდა.
ბუნდესვერის ოპერატიული სარდლობის ცნობით, მისია არ შეწყვეტილა და „სადაზვერვო ამოცანები, ბრძანების შესაბამისად, სრულად შესრულდა“.
ბერლინში განმარტავენ, რომ მისიის მიზანი შესაძლო საფრთხის, მათ შორის რუსეთიდან მომდინარე საშიშროების ფონზე გრენლანდიის უსაფრთხოების გაძლიერების გზების შესწავლა იყო, და აღნიშნავენ, რომ წვრთნაში მონაწილეობის მისაღებად შეერთებული შტატებიც იყო მიწვეული, თუმცა ვაშინგტონმა უარი თქვა.