ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი ტომოგრაფიის შესახებ მიმართვას ავრცელებს
1768757665
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი თავის „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვია ღაზაში სამომავლო ნაბიჯების ზედამხედველობისთვის. ამის შესახებ კრემლში განაცხადეს.
„მართლაც, პრეზიდენტმა პუტინმა დიპლომატიური არხების მეშვეობით მიიღო წინადადება ამ მშვიდობის საბჭოში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ ამჟამად ამ ინიციატივის ყველა დეტალს ვსწავლობთ“, - განუცხადა პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
„ჩვენ ვიმედოვნებთ ამერიკულ მხარესთან კონტაქტის დამყარებას, რათა შევძლოთ ყველა დეტალის დაზუსტება“, - დასძინა მან.
პარასკევს ტრამპმა გამოაცხადა საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც მან დაახასიათა როგორც „ყველაზე დიდი და პრესტიჟული საბჭო, რომელიც კი ოდესმე, ნებისმიერ დროსა და ადგილას შეკრებილა“.
აღნიშნული საბჭო ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დასრულების მისი 20-პუნქტიანი გეგმის საკვანძო ნაწილია. კომიტეტი, რომელსაც თავად ტრამპი უხელმძღვანელებს, ღაზის გარდამავალ მმართველობას გაუწევს ზედამხედველობას.