"გაიგე რა "ცა" იყო გუშინ ასეთი" - ეზოტერიკოსი განმარტავს
1774787350
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის არსებული სავაჭრო ომი მალე მოლაპარაკებების გზით გადაწყდება.
„არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ომში გამარჯვებულები არ არიან, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დაიწყო ის. ეს არაერთხელ გამოცადეს სხვადასხვა პერიოდში და ყოველთვის ერთი და იმავე შედეგით მთავრდებოდა“, – განაცხადა ნაუსედამ.
ცნობისთვის, დღეს ვაშინგტონში ევროკავშირის სავაჭრო წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაროშ შეფჩოვიჩი თავის ამერიკელ კოლეგებს, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, ჯეიმსონ გრიერს შეხვდება.